პრესრელიზი
10 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
„მაზდა ცენტრი თბილისი" 10%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ
„მაზდა ცენტრი თბილისი" საშემოდგომოდ მომხმარებელს 2012 წლის ყველა მოდელის ავტომობილებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. სალონში, წარმოდგენილია Mazda 3, Mazda 6, Mazda CX-7 და Mazda CX-9.
MAZDA იაპონური ავტომწარმოებელია, მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. მსოფლიოში „მაზდა" ცნობილია იაპონური ხარისხით, გამძლეობით და დახვეწილი დიზაინით. ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ავტომობილები მხოლოდ იაპონიაშია წარმოებული.
„მაზდა ცენტრი თბილისი" ქართულ საავტომობილო ბაზარზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. საქართველოში მას წარმოადგენს შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს", რომელიც ასევე „პორშეს" ექსკლუზიური იმპორტიორიცაა.
ავტოსალონი წარმოდგენილია „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ #5.